28 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
"გემშვიდობები" - ნოდიკო ტატიშვილი ახალ კლიპზე მუშაობს

მომღერალ ნოდიკო ტატიშვილის ახალი სიმღერა სახელწოდებით - "გემშვიდობები" ჯერ საიდუმლოდ რჩება, თუმცა "კურიერი" კლიპის გადაღებას დაესწრო. პანდემიის პირობებში მუსიკალური რგოლის ერთ-ერთი მთავარი ლოკაცია მომღერლის სახლია. 

სიმღერის, ლექსის და არანჟირების ავტორი ცირა ბზიშვილია, რეჟისორი კი ტრადიციულად ნესტან სინჯიკაშვილი. კლიპში მომღერალს პარტნიორობას მსახიობი ანი ჯავახიშვილი გაუწევს. 

ნოდიკო ტატიშვილის თაყვანისმცემლები პანდემიის პირობებში შექმნილ მომღერლის ახალ ნამუშევარს ისევ "რუსთავი 2"-ის ეთერში იხილავს.

კლიპის პრემიერა 20-თებერვლისთვის არის დაგეგმილი.

ავტორი: ნინო ფუტკარაძე

დღის ამბები