28 ნოემბერი 2024,   23:59
ვრცლად
პარლამენტთან დაუმორჩილებლობის მარში მიმდინარეობს - მოქალაქეთა ნაწილი გადაადგილების შეზღუდვის კანონს მიზანმიმართულად არღვევს 

ამ წუთებში საქართველოს მასშტაბით გადაადგილებაზე შეზღუდვა მოქმედებს, თუმცა მოქალაქეთა ნაწილი ამ წესს მიზანმიმართულად არღვევს - ამ წუთებში პარლამენტთან "დაუმორჩილებლობის მარში" მიმდინარეობს.

მომიტინგეები ამ ფორმით პანდემიის გამო მოქმედ რეგულაციებს აპროტესტებენ. პროტესტის მონაწილეები დასარტყამი ინსტრუმენტებით და საკარნავალო აქსესუარებით გადაადგილდებიან.

როგორც მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, გადაადგილების შეზღუდვა არ შეესაბამება კანონმდებლობას და ის არაკონსტიტუციურია. მათი მთავარი მოთხოვნა სწორედ კომენდანტის საათის მოხსნაა. როგორც თავად აცხადებენ, მსგავსი სახის პროტესტს სხვა დღეებშიც გამართავენ. 

"ვიცით რომ არის პანდემია, ვიცით რომ ნიღაბი უნდა გვეკეთოს, ვიცით რომ დისტანციით უნდა ვიდგეთ, მაგრამ ის რომ 10-ის ერთ წუთზე თურმე კორონა უფრო საშიში ხდება და ათასი სისულელე კიდევ. ბევრი უაზრო რეგულაციაა, რომლის წინააღმდეგაც ვართ დღეს გამოსული," - აღნიშნა გიგა მაქარაშვილმა.

მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტი, შოთა დიღმელაშვილი უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დახმარების აუცილებლობაზე საუბრობს. 

"ჩვენ გვერდში უნდა დავუდგეთ იმ ოფიციალური სტატისტიკით 150 ათას ადამიანს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და 100 ათას ადამიანს, რომელიც სოციალური დაუცველების რიცხვში გადავიდა," - შოთა დიღმელაშვილმა. 

დღის ამბები