მკვლელობა ცხვარიჭამიაში - 42 წლის მამაკაცი მეზობლებმა საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. ცხედარს დაზიანება ყელის არეში აქვს მიყენებული. დანაშაულის ჩადენის იარაღი, სავარაუდოდ, დანაა.
ადგილობრივებმა არ იციან, რა გახდა მკვლელობის მოტივი. ჯერჯერობით უცნობია დაკავებულია თუ არა დამნაშავე პირი.
როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ავტორი: ლიკა ალელიშვილი