28 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
97 წლის პორტუგალიელმა ცოლ-ქმარმა კორონავირუსი დაამარცხა

97 წლის პორტუგალიელმა ცოლ-ქმარმა კორონავირუსი დაამარცხა. ესმერალდასა და ალფრედოს სიყვარულის ისტორია 80 წელს ითვლის. ისინი ერთ დღესა და ერთ წელს, 1924 წლის 29 იანვარს არიან დაბადებული. წყვილმა ერთად მეორე მსოფლიო ომი, დიქტატორული რეჟიმი და კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პერიოდი გადალახა.

covid -19-ით ერთად დაინფიცირდნენ, რის შემდეგაც საავადმყოფოსა და იზოლაციაშიც ერთად გადავიდნენ. მათი ასაკის მიუხედავად, ვირუსს მარტივად გაუმკლავდნენ და ახლა ისინი თავს კარგად გრძნობენ. 

დღის ამბები