29 ნოემბერი 2024,   00:01
ვრცლად
ეს განაჩენი მკაფიოდ ცუდი სიგნალია რაც ჩვენ სერიოზულად მივიღეთ, მოვუწოდებთ დაუყონებლივ გაათვისუფლონ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე - კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი საოკუპაციო რეჟიმს უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოუწოდებს.

როგორც ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა, ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, პრემიერ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დე ფაქტო ცხინვალის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი რასაც უკანონო დაკავება უძღოდა წინ მკაფიოდ ცუდი სიგნალია რაც მათ სერიოზულად მიიღეს.

"ეს არის საკითხი რაზეც თვეებია ვმუშაობთ. ამ პროცესში სხვადასხვა საშუალებას ვიყენებთ, იქნება ეს IPRM-ი, ცხელი ხაზი, თუ ჟენევის საერთაშორისო მოლაპრაკებები. ეს განაჩენი რასაც უკანონო დაკავება უძღოდა წინ არის მკაფიოდ ცუდი სიგნალი რაც ჩვენ სერიოზულად მივიღეთ. მოვუწოდებთ მათ დაუყონებლივ გაათვისუფლონ საქართველოს მოქალაქე. გავაგრძლებთ ამ საკითხზე მუშაობას,"- განაცხადა კარლ ჰარცელმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებთან მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა.    

დღის ამბები