28 ნოემბერი 2024,   23:55
ვრცლად
საზღვარგარეთ მოგზაურობის ​წესები - რა რეგულაციების შესრულება მოგიწევთ შენგენის ზონაში გამგზავრების შემთხვევაში 

მე-6 დღეა რაც ქვეყანაში ფრენები აღდგა და აეროპორტმა სტუმრების მიღება დაიწყო, თუმცა ჯერ მხოლოდ დედაქალაქში. პანდემიაში მყოფ მსოფლიოს ჯერ არ შეუმუშავებია ერთიანი - წესები ქვეყნებში შესვლის თაობაზე, ამიტომ მიდგომები ინდივიდუალურია.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში "კურიერს" უთხრეს საქართველოს ინდივიდუალური მიდგომა უკვე ცნობილია. თებერვლის საჰაერო განრიგი ხელმისაწვდომია, თუმცა იმ დათქმით, რომ პროგნოზების გაკეთება ჭირს და მოგზაურებმა ვიზიტები სიფრთხილით უნდა დაგეგმონ.

ჯერჯერობით თბილისიდან ფრენები 15 მიმართულებით აღდგა, ესენია: კიევი, ვარშავა, ბერლინი და მიუნხენი, ვენა, ამსტერდამი, ერევანი, პარიზი, მინსკი, ათენი, სტამბოლი, დუბაი და შარჟა, დოჰა, აქტაუ.

ევროკავშირის ქვეყნებისთვის 1 თებერვალიდან მოგზაურობის პირობებზე ერთიანი რეკომენდაცია მომზადდა, სადაც ნარინჯისფერ, მწვანე, წითელ და ნაცრისფერ რუკებს მუქი წითელი ფერიც დაუმატეს.

სწორედ წითელი და მუქი წითელი კატეგორიის ქვეყნებიდან აკრძალა ევროკომისიამ შენგენის ზონაში შესვლა, თუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, მოგზაურობა მკაცრად იკრძალება. თუ კი ვიზიტი გადაუდებელია, მაშინ მაღალი რისკის ქვეყნის წარმომადგენელს სთხოვენ კოვიდტესტის გაკეთებას ჩასვლამდე, ასევე კარანტინში ან თვითიზოლაციაში წასვლას.

თუმცა ევროკომისიის მიერ მიღებული დოკუმენტი არაა იურიდიულად სავალდებულო ნორმა, ამიტომ ქვეყნებს ლავირების საშუალებას უტოვებს.

რაც შეეხებათ იმ ქვეყნებს, სადაც ქართული დიასპორა აქტიურადაა წარმოდგენილი, მაგალითად უკრაინისთვის მნიშვნელოვანია საიდან ჩადის ვიზიტორი ქვეყანაში - მწვანე, თუ წითელი ზონიდან.

ზოგიერთ ქვეყანაში წარსადგენი PCR ტესტი მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული ლაბორატორიებისგან მიიღება. ამიტომ გამგზავრებამდე, რეკომენდებულია საკონსულოსთან გასაუბრება და ბოლო ინფორმაციის გადამოწმება.

დღის ამბები