საფრანგეთში აფეთქების შედეგად 10 პირი დაშავდა და 2 ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. აფეთქება ქალაქ ბორდოში საცხოვრებელი სახლის შენობაში მოხდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო და პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებულნი.
პოლიციის ცნობით, არსებობს შენობის ჩამონგრევის საშიშროებაც. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება.