ჯო ბაიდენი გეგმავს დონალდ ტრამპს ექსცენტრული საქციელის გამო საიდუმლო სადაზვერვო ანგარიშების მიღების უფლება შეუჩეროს. მედიასთან საუბრის დროს მოქმედ პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს ტრამპმა საიდუმლო სადაზვერვო ანგარიში, რომელსაც, ტრადიციულად, პატივისცემის ნიშნად, ყოფილი პრეზიდენტები იღებდნენ.
ორშაბათიდან სენატში დონალდ ტრამპის მეორე იმპიჩმენტის საქმის განხილვა დაიწყება. კონგრესის ქვედა - წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ ტრამპისთვის ამბოხებისკენ წაქეზების მუხლით გამოცხადებული იმპიჩმენტის დოკუმენტი სენატს იანვარში გადასცა.