28 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურ-ოპერატორებსა და გიდებს უსაფრთხო ტურიზმის აღდგენის გეგმა გააცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს უსაფრთხო ტურიზმის აღდგენის გეგმა გააცნო.

ონლაინ შეხვედრას ტურ-ოპერატორები და გიდები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე  ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა 2021 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაგეგმილი აქტივობების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.  

“უსაფრთხო ტურიზმის აღდგენის გეგმის გასაცნობად ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან, ამ კვირაში ვხვდებით ტურ-ოპერატორებს, გიდებს, ხოლო მომავალ კვირაში ჩვენს გეგმებს სასტუმროების წარმომადგენლებს გავაცნობთ.
"ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად შევიმუშავეთ 2021 წლის გეგმა თუ როგორ ვაპირებთ ტურიზმის მაქსიმალურად უსაფრთხოდ და დროულად აღდგენას. დღევანდელ შეხვედრაზე სექტორის წარმომადგენლებს გავაცანით საერთაშორისო ტურიზმში არსებული გამოწვევები და უახლესი ტენდენციები; საქართველოს კონკურენტული უპირატესობები პროდუქტისა შეთავაზების მიმართულებით; საერთაშორისო ვიზიტორების მიღების პროტოკოლი და მარკეტინგული საკომუნიკაციო გეგმა. ასევე ვისაუბრეთ ტურიზმის სტრატეგია 2025-ის არსებულ გამოწვევებთან ადაპტირების საჭიროებებზე და ამ მიმართულებით არსებულ გეგმაზე - “-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

შეხვედრაზე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ დაგეგმილ მარკეტინგულ კამპანიებს მიზნობრივ ბაზრებზე, რომელთა შერჩევის კრიტერიუმებს შორისაა: ვაქცინაციის  პროცენტულობა, უსაფრთხოება, საჰაერო წვდომა და  ვიზიტზე საშუალო დანახარჯები. 

დღის ამბები