28 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
ჩემმა ძმამ, ჩაბარებას, თავის აფეთქება არჩია - შინდისის გმირის, ალექსანდრე ონიანის და

შინდისის ერთ-ერთი გმირის ალექსანდრე ონიანის და "ღამის კურიერის" ეთერში მის ძმასთან ბოლო ზარს იხსენებს.

"ჩემმა ძმამ ჩაბარებას, თავის აფეთქება არჩია. ჩემი აზრით, ალეკოს შეეძლო თავი გადაერჩინა, მას არ ჰქონდა ერთი ნაკაწრიც, მას შეეძლო წასვლა, მაგრამ ამას არ გააკეთებდა, ბიჭებს არ დატოვებდა, როგორც ბიჭები არ დატოვებდნენ მას. 

11 აგვისტოს რომ დამირეკა, მე მოვასწარი იმის თქმა, რომ ჩვენი მეორე ძმა, სოზარი დაბრუნდა სახლში. ეს საუბარი გვქონდა და ვეხვეწებოდი, იქნებ შენც წამოხვიდეთქო... ვეუბნებოდი, ბიჭები დედებს დაუბრუნდნენ და იქნებ შენც წამოხვიდეთქო, რაზეც მთხოვა, რომ ეს აღარ გამემეორებინა. 

ჩემთან საუბრიდან რამდენიმე წუთში, დაიწყო სროლა და შეტევა. გავიგე, როგორ ამბობდა - "ბიჭებო, თავს უშველეთ, ალყაში ვართ"- ეს იყო და შეწყდა კავშირი,"-აღნიშნა ელენე ონიანმა.

დღის ამბები