29 ნოემბერი 2024,   00:00
ვრცლად
არ მინდა კობახიძე! გინდათ ძალით დამაქორწინოთ პოლიტიკურად ამ ადამიანთან? - ნიკა მელია

"ღამის კურიერის" ეთერში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე კოლეგებად არ უნდა, ის აცხადებს, რომ მთავარ მოთხოვნად ისევ ახალი არჩევნები რჩება.

"ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები. არ მინდა კობახიძე! გინდათ ძალით დამაქორწინოთ პოლიტიკურად ამ ადამიანთან? არ მინდა კობახიძე, თალაკვაძე არ მინდა, რომ იყვნენ ჩემი კოლეგები, მაქვს ამის უფლება?!

პროკურატურის განცხადება გამიხარდა, იქნებ რამენაირად დაძლიონ კომპლექსები და ფობიები და შემიჩერონ უფლებამოსილება მეც და სხვა კოლეგებსაც, ნუ მე მაინც,"- აღნიშნა ნიკა მელიამ.

დღის ამბები