29 ნოემბერი 2024,   00:05
ვრცლად
რომ ვიყო ისეთი თვალწარმტაცი, როგორიც ქალბატონი კელი დეგნანია, იგივე განცხადებას გავაკეთებდი - ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია "ღამის კურიერის" ეთერში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მოწოდებაზე პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ელჩის ადგილას, თავადაც მსგავს მოწოდებებს გააკეთებდა და ეს, სრულიად ბუნებრივია. 

"მეც რომ ვიყო კელი დეგნანი ახლა, რომ ვიყო ისეთი თვალწარმტაცი, როგორიც არის ქალბატონი კელი დეგნანი, იგივე განცხადებას გავაკეთებდი. მე რომ ვიყო ელჩი, ელჩის გადმოსახედიდან იგი აკეთებს სწორ განცხადებას. გინახავთ თქვენ ელჩი, რომელიც არ ცდილობს დაიყოლიოს ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია, რომ შევიდეს პარლამენტში. ასეთი არ არსებობს.

სწორად იქცევა ქალბატონი კელი დეგნანი, როცა კეთდება მსგავსი განცხადება. ის ცდილობს თავის მაქსიმუმს, ყველა ელჩი მის ადგილზე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეც რომ ვიყო ქალბატონი კელი დეგნანის ადგილზე, იგივენაირად მოვიქცეოდი. ის არ ამბობს, რომ არჩევნები არ გაყალბდა, ქალბატონი დეგნანი ამბობს და ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში დაიკარგა რწმენა, არჩევნების მიმართ," - განაცხადა ნიკა მელიამ. 

დღის ამბები