28 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
20 ივნისის ღამის განცხადება," ჩვენ უნდა შევიდეთ პარლამენტში", ნამდვილად იყო მოწოდება - ნიკა მელია

"ღამის კურიერის" ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე - პარლამენტის წინ 20 ივნისის ღამეს გაკეთებული განცხადება - " ხალხო, აქ ჩვენ არაფერი გვესაქმება პარლამენტის წინ, ჩვენ უნდა შევიდეთ პარლამენტში" - იყო თუ არა მოწოდება,  ენმ-ის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ეს მის მიერ გაკეთებული განცხადება მოწოდება ნამდვილად იყო.

"მე ვთქვი პარლამენტის ეზოში და არა პარლამენტში და კი, ეს ნამდვილად იყო მოწოდება. ეს განცხადება აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო და გეტყვით რატომ... ბაქოში მყოფმა კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ ის არსად წასვლას არ აპირებდა და ამიტომ, ეს განცხადება გაკეთდა ისე, როგორც უნდა გაკეთებულიყო. 

20 ივნისის მოვლენებზე ჩემს პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან გავრილოვის ღამე გრძელდება და ამ ღამის ერთ-ერთი შემოქმედი ისევ არის პარლამენტის წევრი. ეს არ იყო ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც რუსეთის დუმის დეპუტატი ჩაჯდა იმ სავარძელში და სხდომა წაიყვანა რუსულად,"-აღნიშნა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, გადაცემის მსვლელობის დროს, "ღამის კურიერის" წამყვანმა, ნიკა მელიას მიმართა და უთხრა, რომ პროდიუსერებმა გადაამოწმეს ინფორმაცია და  ნიკა მელიას მოწოდება იყო - შესულიყვნენ პარლამენტში და არა პარლამენტის ეზოში.

დღის ამბები