28 ნოემბერი 2024,   23:51
ვრცლად
"ოქროს გლობუსის" წლევანდელი დაჯილდოვება პანდემიის გამო ვირტუალურად გაიმართება

"ოქროს გლობუსის" წლევანდელი, 78-ე დაჯილდოვება, როგორც ყველა ღონისძიება პანდემიის დროს, ვირტუალურად გაიმართება.

სწორედ ამ ფორმატში დაასახელეს წლევანდელი ნომინანტები სარა ჯესიკა პარკერმა და ტარაჯი ჰენსონმა. ყველაზე მეტ ნომინაციაში დევიდ ფინჩერის ფილმი "მანკია" წარდგენილი, სერიალებს შორის კი Netflix-ის "გვირგვინი" ლიდერობს. ნომინანტებს შორის არიან საშა ბარონ კოენი და ოლივია კულმინიც, რომელმაც დედოფალი ელისაბედ მეორე განასახიერა.

"ოქროს გლობუსის" გამარჯვებულებს 28 თებერვალს დაასახელებენ. დაჯილდოვების ცერემონია ვირტუალურ ფორმატში ამერიკის ორივე სანაპიროზე გაიმართება და მას ნიუ-იორკში თინა ფეი, ხოლო ლოს-ანჯელესში ემი პოლერი წაიყვანს.

დღის ამბები