28 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
მარილში დამალული ნარკოტიკი - დაკავებულია ირანის რესპუბლიკის მოქალაქე

დაფასოებული და მარილში დამალული ნარკოტიკი ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს საქართველოში შემოჰქონდა.

სამართალდამცველებმა მამაკაცი მაშინ დააკავეს, როდესაც სატვირთო ავტომობილმა თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა გადმოკვეთა. ჩხრეკისას პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 1200-მდე აბი მეტადონი ამოიღო.

ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს, დუმილის უფლებას იყენებს და საგამოძიებო მოქმედებებში არ მონაწილეობს. 

ნარკორეალიზაციის სქემის გაშიფვრაში შსს-ს გარდა სახელმწიფო უსაფრთხოების და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ, ირანის დაკავებულ მოქალაქეს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

დღის ამბები