28 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
პროკურატურის გაფრთხილება და ნიკა მელიას პასუხი - 7 დღიანი ვადა გირაოს გადასახდელად

ნიკა მელია დაპატიმრების საფრთხის წინაშე კიდევ ერთხელ დადგა - ამ შემთხვევაში მიზეზი სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაოს გადახდაზე უარია. ამბობს, რომ გამოძიებაც და სახელმწიფო ინსტიტუტებიც მართულია და მათ მიმართ ნდობა არ აქვს. 

ერთკვირიანი ვადა ნიკა მელიას პროკურატურამ დღეს მისცა. საგამოძიებო უწყებაში დაბარების მიზანი ბრალდებულის გაფრთხილებაა, შეასრულოს დაკისრებული ვალდებულება და გირაოს სახით შეფარდებული 40 ათასი ლარი გადაიხადოს. 

ნიკა მელიასგან გირაოს გადახდაზე უარი მმართველ პარტიაში კანონის უპატივცემულობად შეაფასეს. 

"ქართული ოცნებისგან" განსხვავებით, ნიკა მელიას გადაწყვეტილება თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიისთვის კანონთან შესაბამისია.

ნიკა მელიას მიმართ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს ალეკო ელისაშვილიც, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ მისი და ოპოზიციური ძალების გზები გაიყო, მიაჩნია, რომ პროკურატურის გამოყენება ოპონენტებზე ზეწოლისთვის მიუღებელია.

იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელია 7 დღიან ვადას არ გამოიყენებს და გირაოს გადახდას არ დათანხმდება, პროკურატურა მისთვის პატიმრობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.

ნიკა მელიას 30 ათასი ლარის ოდენობით გირაო 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ ერთხელ უკვე გადახდილი აქვს. გამოძიება მას აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება.

დღის ამბები