28 ნოემბერი 2024,   23:58
ვრცლად
უნივერსიტეტებში მომზადების სამაგისტრო პროგრამა დაიწყო და 5 წლის შემდეგ უფრო მაღალი კვალიფიკაციის მაგისტრი მასწავლებლები გვეყოლება - ეკატერინე დგებუაძე

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ უნივერსიტეტებში, მასწავლებლების მომზადების სამაგისტრო პროგრამა დაიწყო, რომელიც 5 წლიანია. 5 წლის შემდეგ კი, უფრო მაღალი კვალიფიკაციის მაგისტრი მასწავლებლები გვეყოლება. 

"განათლების სამინისტრომ უნდა იზრუნოს, რომ სისტემის განახლება ახალი მასწავლებლებით მოახერხოს. ჩვენ ამის შეფასება გავაკეთეთ, დავითვალეთ მასწავლებლები ყველა საგანში და მათი საათების გადანაწილება. დეფიციტებიც განვსაზღვრეთ და კარგი არის ის, რომ ერთი მხრივ უნივერსიტეტებში დაიწყო მასწავლებლების მომზადების სამაგისტრო პროგრამა, რომელიც 5 წლიანია.

5 წლის შემდეგ გვეყოლება უფრო მაღალი კვალიფიკაციის მაგისტრი მასწავლებლები. ყოველწლიურად ხდება მასწავლებლების 60 კრედიტიანი პროგრამის გავლა. მაგალითად, თუ მე მინდა ქართულის მასწავლებელი გავხდე, ვაბარებ ამ საგანს და ვადასტურებ, რომ ვიცი ქართული ენა და ლიტერატურა, ამ საბუთით უნივერსიტეტში 1 წლით 60 კრედიტიან პროგრამას გავდივარ და მიენიჭება მასწავლებლის პროფესია,"- განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ. 

დღის ამბები