28 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
რეგიონებში თუ მოსწავლე სკოლიდან 2 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობს, მათ ტრანსპორტი ემსახურებათ - ეკატერინე დგებუაძე

სკოლების ინტერნეტიზაციისა და ონლაინ სწავლების დროს ინტერნეტის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ "დღის კურიერის" ეთერში უპასუხა. მისი განცხადებით, მაღალმთიან რეგიონებში გამონაკლისი შემთხვევების გარდა დისტანციური სწავლება არ ყოფილა. 

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, მაღალმთიან რეგიონებში ინტერნეტიზაციის პრობლემის წინაშე დგას სახელმწიფო და ეს საკითხი ეტაპობრივად გვარდება. 

"მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ დისტანციური სწავლება იყო მხოლოდ დიდ ქალაქებში, მაღალმთიან რეგიონებში სწავლება მიმდინარეობდა საკლასო ოთახებში. იმ შემთხვევაში, თუ სკოლა გადადიოდა დისტანციურ სწავლებაზე, ეს იყო მაშინ, როდესაც სკოლაში ფიქსირდებოდა ინფექცია.

ჩვენ ვამბობთ, რომ განათლების უფლების დაცვის მიმართულებით სამინისტრომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, ვამბობთ ასევე, რომ ქვეყანა გარკვეული გამოწვევების წინაშე დგას, რაც ნელ-ნელა გვარდება. 

მაღალმთიან რეგიონებში მოსწავლეებს რომ სჭირდებათ გარკვეული მანძილის ფეხით გავლა, ეს ინფორმაციაც ჩვენთვის ცნობილია, ამისთვის ჩვენ გვაქვს პროექტი - ეს არის, სკოლის ტრანსპორტირების პროგრამა. თუ მოსწავლე სკოლიდან 2 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობს, მათ ემსახურებათ ტრანსპორტი,"- აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.

დღის ამბები