თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული რეისები განაახლა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა.
ალვანიდან სოფელ ომალოში პირველი მგზავრები უკვე გადაიყვანა. გზის ჩაკეტვის გამო, თუშეთში დარჩენილი მოსახლეობა კი ბარში ჩამოვიდა.
რეისები საავტომობილო გზის ამოქმედებამდე, ომალოსა და მიმდებარე სოფლებში რეგულარულად, კვირაში ერთხელ შესრულდება და მესაზღვრეებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობასაც მოემსახურება.
რთული გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პირობების გამო, სოფელი ომალო 6 თვის განმავლობაში დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილია.