რუსთაველი გამზირზე ერთ საათზე მეტია ვითარება დაძაბულია. საპოლიციო ძალები რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებს მომიტინგეებისგან ათავისუფლებს. სპეცრაზმი დემონსტრანტების დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს.
პარალელურად, აქციის მონაწილეებმა ბარიკადები აღმართეს, რომელსაც ცეცხლი წაუკიდეს. აქციის მონაწილეებმა ბარიკადებისთვის გამოიყენეს ნაგვის ურნები და ხის კონსტრუქციები.