სპეცრაზმმა საპროტესტო აქციაზე, წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო. პარალელურად, სპეცრაზმმაც დაიწყო გადაადგილება.
მანამდე, ადგილზე ვითარება უკიდურესად იყო დაძაბული, მოქალაქეები სამართალდამცველებს უპირისპირდებოდნენ. რამდენჯერმე გაისმა გაფრთხილება, რომ დემონსტრანტებს ტერიტორია დაეტოვებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კანონით გათვალისწინებული საშუალებები იქნებოდა გამოყენებული.