14 მარტი 2025,   16:22
ვრცლად
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულება რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ჩვიდმეტივე პუნქტზე მიღწეულ შეთანხმებას. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ჩვიდმეტივე პუნქტზე მიღწეულ შეთანხმებას. ეს არის ისტორიული ნაბიჯი რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადება იმის შესახებ, რომ სომხეთმა მიიღო აზერბაიჯანის წინადადებები სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის შეუთანხმებელ მუხლებთან დაკავშირებით.

 

დღის ამბები