14 მარტი 2025,   16:27
ვრცლად
ტერორისგან თავისუფლებით, საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაზე გამწესდა

მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შეფასებელმა ორგანიზაციამ და ანალიტიკურმა ცენტრმა ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა (IEP) მსოფლიო ტერორიზმთან დაკავშირებით მორიგი გლობალური ანგარიში გამოაქვეყნა.

ეს არის გლობალური ტერორიზმის ინდექსის (GTI) მეთორთმეტე გამოცემა, რომელიც მოიცავს ტერორიზმის ძირითადი გლობალური ტენდენციებისა და ნიმუშების ყოვლისმომცველ მრავალწლიან შეჯამებას.

გლობალური ტერორიზმის 2025 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველომ სარეიტინგო პოზიცია 6 ადგილით გაიუმჯობესა და ტერორის ნულოვანი დონით, საუკეთესო, ანუ ბოლო 100-ე ადგილზე გავიდა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასთან ერთად. ამასთან საქართველო ტერორისგან თავისუფლებით ევროპაში პირველ ადგილზეა, სხვა საუკეთესო 11 ქვეყანასთან ერთად თანაბარი შეფასებით.

საქართველო ტერორისგან თავისუფლებით უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ნატო-ს და ევროკავშირის წევრ 20-ზე მეტ სახელმწიფოს.

ორგანიზაციის შეფასებით, საქართველო 2012 წელს მსოფლიო რეიტინგში 41-ე ადგილს იკავებდა, ამასთან ევროპის და ასევე შავიზღვისპირეთის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ პოზიციაზე, კონკრეტულად კი 7-ე ადგილზე იყო. კვლევის თანახმად, 2012 წლის შემდეგ რეიტინგი საქართველოს 59 ადგილით აქვს გაუმჯობესებული მსოფლიოში.

დღის ამბები