
დონალდ ტრამპი არ ფიქრობს, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთი შესაძლოა, სხვა ქვეყნებსაც დაესხას თავს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რას ფიქრობდა იგი მოკავშირეების შიშებზე, რომ რუსეთი შესაძლოა, მათაც დაესხას თავს.
შტატების პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ხედავს რუსეთის მიერ აშშ-ის მოკავშირეებზე თავდასხმის შესაძლებლობას, აშშ უზრუნველყოფს, რომ ეს არ მოხდეს.
"არ ვფიქრობ, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს დაესხმება თავს, ასე არ მგონია. როცა ეს დასრულდება, ისინი დაღლილები იქნებიან. ყველანი სახლში წავლენ და დაისვენებენ. შესაბამისად, არ მგონია, რომ ეს მოხდეს, არ ვხედავ ამის შესაძლებლობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრწმუნდებით, რომ ყველა საშიშროება აღმოიფხვრას და ახალი საფრთხის შანსი აღარ იყოს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.