31 იანვარი 2025,   02:14
ვრცლად
ომბუდსმენი - მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, ჩაატარონ დროული და საფუძვლიანი გამოძიება, დადგინდეს რიყის პარკის ტერიტორიაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის პასუხისმგებლობის საკითხი

სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომლის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ლევან იოსელიანის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ეს შემთხვევა მთელი საზოგადოების ტრაგედიაა.

"გულწრფელად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, ჩაატარონ დროული და საფუძვლიანი გამოძიება და დადგინდეს პასუხისმგებლობის საკითხი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის აპარატი ყოველმხრივ შეისწავლის ამ ტრაგიკულ შემთხვევას, როგორც უწყებების მიერ გატარებული შესაძლო პრევენციული/სარეაგირებო ზომების, ასევე მომხდარზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას გატარებული ღონისძიებების თაობაზე და მიმართავს ყველა სათანადო ზომას," ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

დღის ამბები