31 იანვარს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, ცაცხვების მე-9 შესახვევში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას GWP ავრცელებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 31 იანვრის დილის 10:00 საათიდან 31 იანვრის 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში:
ცაცხვების ქუჩას ჩიხებით და შესხვევებით, ივანე გვარამაძის, მზია ერისთავის, ნიკოლოზ დგებუაძის, ტ. გუდავას, ბარბარე ყიფშიძის, ელგუჯა ამაშუკელის N2-4, N1-3 და მუხრან მაჭავარიანის N1-9 (კენტებს), N2-10 (ლუწებს) ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.