31 იანვარი 2025,   05:34
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი - არავის აქვს უფლება, გააუქმოს ქართველი ხალხის ნება, ჩვენ ზუსტად ამის მცდელობა ვიხილეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე

არავის აქვს უფლება, გააუქმოს ქართველი ხალხის ნება. ჩვენ ზუსტად ამის მცდელობა ვიხილეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

აღნიშნულით პაპუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

"ჩვენ, ჩვენი დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ამასთან დაკავშირებით ვეუბნებოდით ყველას, რომ იყვნენ ობიექტურები, სამართლიანები ქართველი ხალხის, საქართველოს მიმართ და რომ არსებობს წითელი ხაზები, რომლებიც მნიშვნელოვანია, არ იყოს დარღვეული.კერძოდ, ის, რომ არავის აქვს უფლება, გააუქმოს ქართველი ხალხის ნება. ჩვენ ზუსტად ამის მცდელობა ვიხილეთ საპარლამენტო ასამბლეაზე. ვიცით, რომ ეს იყო „ევროპის სახალხო პარტიის“ ფარგლებში წამოყენებული ინიციატივა, რომლის შემუშავებაში ქართველი მოღალატე ოპოზიცია და უკრაინის დელეგაცია იყო ჩართული.

შეგახსენებთ, „ევროპის სახალხო პარტია“ ის ხალხია, ვინც მიხეილ სააკაშვილის ცარიელ სკამს დგამდა თავის კონფერენციაზე და მწამებლის მხარდამჭერია. ეს ის უკრაინული დელეგაციაა გონჩარენკოს ხელმძღვანელობით, რომელსაც უნდოდა, ჩვენ საზარბაზნე ხორცად გამოვეყენებინეთ, ჩავერთეთ ომში და მოგვიწოდებდნენ, რამენაირად რუსეთის მზერა უკრაინიდან საქართველოში გადმოგვეტანა და აქ გვქონოდა გამართული ბრძოლა. ეს ის მოღალატე ოპოზიციაა, რომელიც ამ ყველაფერში იყო აყოლილი. ასე რომ, ამ მხრივ შეიკრა ანტიქართული კოალიცია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღის ამბები