საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს უსამძიმრებს.
"წარმოუდგენელია, სიტყვებით გადმოსცე ის უდიდესი ტკივილი, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანს მიაყენა.
საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებს, მთელ ჩვენს საზოგადოებას", - აღნიშნულია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ემსხვერპლა. შემთხვევა გალის რაიონის სოფელ საბერიოში მოხდა.