საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მართლმადიდებელ მოსახლეობას შობას ულოცავს.
"გილოცავთ მაცხოვრის შობას.
ყველა ჩვენგანისთვის ძვირფასი ეს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული განასახიერებს სიყვარულს, იმედს, განახლებას, ნათელი მომავლის რწმენას - ღირებულებებს, რომლებმაც მთელი ჩვენი კულტურა და ისტორია განსაზღვრა და რომლებიც დღესაც წარმართავს ჩვენს ყოველდღიურობას.
შობის ღამეს მშვიდობას, ბედნიერებასა და სიყვარულს გისურვებთ თქვენს ოჯახებში", - წერს ირაკლი კობახიძე.