აშშ-ში, ვაშინგტონში, ვეშაპებზე დაკვირვების ცენტრში, რამდენიმე დღეა, ვეშაპი თავის მკვდარ ნაშიერს არ შორდება. შემთხვევას სტატიას უძღვნის Associated Press-ი. მედიის ცნობით, დედა მკვდარ შვილს "გლოვობს" და მის სხეულს "ეთამაშება" - ძუძუმწოვარი სახელად J35 ნაშიერის სიახლოვეს ყვინთავს და გამუდმებით მის ირგვლივ ცურავს.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც J35-მა მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო - 2018 წელსაც, ის სამწუხარო ამბით მოექცა წამყვანი გამოცემების პირველ გვერდზე - ვეშაპი მაშინაც, 2 კვირის განმავლობაში, მკვდარ შვილს არ შორდებოდა.
J35-მა სულ 4 შვილი გააჩინა. მათგან ორი მოუკვდა.