ახალ ორლეანში, ბურბონის ქუჩაზე მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას ადგილობრივებმა პატივი მიაგეს. ლუიზიანაში მემორიალი გარდაცვლილების სურათებით, ყვავილებითა და სანთლებით მოეწყო, სადაც გარდაცვლილების ახლობლები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ.
ახალ ორლეანში მომხდარ ტერაქტს, რომელიც ამერიკის სამხედრო ძალების ვეტერანმა მოაწყო, 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაშავდა 30.