28 დეკემბერი 2024,   16:59
ვრცლად
თბილისის რამდენიმე ქუჩას 28 დეკემბერს წყალი 11 საათით შეუწყდება - იხილეთ ჩამონათვალი

გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, აღნიშნული სარეაბილიტაციო პროექტის შედეგად ისანი-სამგორისა და კრწანისის რაიონების 128 000 აბონენტის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. 

"ხვალ 28 დეკემბერს, ბოლო ეტაპის გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება და ახლად მოწყობილი ქსელი ექსპლუატაციაში შევა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ჯგუფები, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარების პერიოდში ხვალ, 28 დეკემბერს ღამის 23:00 საათიდან 29 დეკემბრის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვარკეთილის მესამე მასივს, კალოუბნის, თრიალეთის, საცხენისის, შუამთის, წნორის წყლის, ელდარის, გახოკიძის, ჯავახეთის, გ.აბაშვილის, ლორთქიფანიძის, კაკლიანის და ბერიშვილის ქუჩებს, კახეთის გზატკეცილის N7, N10 და N44-N76 (ლუწ ნომრებს), აეროდრომის მე-8 და მე-10 ქუჩებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

 

დღის ამბები