29 დეკემბერი 2024,   06:34
ვრცლად
"ეს თანხები არ მოხმარდება ვინმეს კერძო ინტერესებს, ეს თანხები მოხმარდება ჩვენს პოლიტიკურ ძალას, რათა უფრო მეტად გაძლიერდეს" - ზაზა თავაძე

"ეს თანხები არ მოხმარდება ვინმეს კერძო ინტერესებს, ეს თანხები მოხმარდება ჩვენს პოლიტიკურ ძალას, რათა უფრო მეტად გაძლიერდეს," - ეს განცხადება პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრმა ზაზა თავაძემ, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით გააკეთა.

"ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც გადალახავენ კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილ ბარიერს, იღებენ ამ შემოსავალს. ეს თანხები არ მოხმარდება ვინმეს კერძო ინტერესებს, ეს თანხები მოხმარდება ჩვენს პოლიტიკურ ძალას, რათა უფრო მეტად გაძლიერდეს და უფრო მეტად მოხდეს ჩვენი თითოეული ამომრჩევლის კეთილდღეობა," - აცხადებს ზაზა თავაძე.

როგორც ცნობილი გახდა, სახელმწიფო დაფინანსებაზე უარი მხოლოდ ერთმა პოლიტიკურმა ძალამ - კოალიციამ "ცვლილებებისთვის" თქვა, ხოლო 3 ბარიერგადალახულ და ორ ბარიერს მიღმა დარჩენილ ოპოზიციურ ძალას დაფინანსებაზე უარი არ უთქვამს.

დღის ამბები