"ერთი შარლატანი მრავალათასიან სტრუქტურაში ჩვეულებრივი მოვლენაა", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილის უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ირაკლი შაიშმელაშვილი არ იყო მაღალჩინოსანი, ის მუშაობდა გდდ-ის 17 სტრუქტურული ერთეულიდან ერთ-ერთში.
"ეს ჩვეულებრივი შარლატანია, არანაირი სერიოზული კომენტარი ამასთან დაკავშირებით. მაღალჩინოსანი არ იყო. გდდ-ში არის 17 სტრუქტურული ერთეული და ამ 17-დან ერთ-ერთში მუშაობდა ეს კაცი. ეს არ იყო მაღალი თანამდებობის პირი. ერთი შარლატანი მრავალათასიან სტრუქტურაში ჩვეულებრივი მოვლენაა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.