დედაქალაქსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები გრძელდება. "ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის" - ასე ჰქვია დღევანდელ აქციას.
საპროტესტო აქციების დაწყებიდან ზუსტად 1 თვის თავზე, თბილისში ცოცხალი ჯაჭვი მტკვრის ორივე სანაპიროსა და 7 ხიდზე იმართება.
პროტესტის მონაწილეები წინასწარ სხვადასხვა ლოკაციაზე მივიდნენ. დემონსტრანტებმა შეკრება პირველ საათზე დაიწყეს. ცოცხალ ჯაჭვს უერთდება სალომე ზურაბიშვილიც. საქართველოს პრეზიდენტი საპროტესტო აქციაზე ათონელის რეზიდენციიდან გაემართა.