ინაუგურაციამდე 24 საათზე ნაკლები რჩება. პარლამენტში ფიცის დადების ცერემონიალისთვის ტექნიკურად ყველაფერი მზად არის. ინაუგურაცია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საკანონმდებლო ორგანოში ჩატარდება. ხელისუფლების ოპონენტების პოზიცია უცვლელია - მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად ოპოზიცია არ აღიარებს.
მმართველ გუნდში კი დარწმუნებულები არიან, რომ არჩეული პრეზიდენტი გადაწყვეტილებებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს.
"უმნიშვნელოვანესი თარიღია 29 დეკემბერი საქართველოს ისტორიაში, ამ დღეს ხდება ჩვენი ქვეყნის საპარლამენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბების პროცესის დასრულება. ოპოზიციის გეგმა არის უგეგმობა. ეს ადამიანი {სალომე ზურაბიშვილი} ყველა ჩარჩოს არის გაცდენილი, ძალიან ახლოს გადიან ეს ადამიანები თავიანთ სურვილებში სისხლის სამართლებრივად დასჯად ქმედებებთან, ყველა გაუფრთხილდეს საკუთარ თავს, კანონი და სახელმწიფო თანმიმდევრული და ადეკვატური იქნება,"- აცხადებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.
ავტორი: ნანა გოგატაძე.