29 დეკემბერი 2024,   06:34
ვრცლად
"მთავარია, რომ ერთად ვიბრძვით საქართველოს ევროპული მომავლისთვის, დანარჩენი ყველაფერი ბუღალტერიაა" - გიორგი ბუტიკაშვილი პარტიების დაფინანსებაზე

კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მთავარია, ოპოზიციის ერთიანობა, ხოლო სხვა ყველაფერი "ბუღალტერიაა."

როგორც ცნობილი გახდა, სახელმწიფო დაფინანსებაზე უარი მხოლოდ ერთმა პოლიტიკურმა ძალამ - კოალიციამ "ცვლილებებისთვის" თქვა, ხოლო 3 ბარიერგადალახულ და ორ ბარიერს მიღმა დარჩენილ ოპოზიციურ ძალას დაფინანსებაზე უარი არ უთქვამს.

"ზოგმა ასე აირჩია, ჩვენ ასე ავირჩიეთ. ყველას თავის გზა აქვს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ ვდგავართ ერთად და ერთად ვიბრძვით საქართველოს ევროპული მომავლისთვის. დანარჩენი ყველაფერი ბუღალტერიაა, რომელშიც ახლა შესვლა არ ღირს," - აცხადებს გიორგი ბუტიკაშვილი.

დღის ამბები