29 დეკემბერი 2024,   06:31
ვრცლად
"გახსოვთ რადიკალების პუფიზაცია - როგორც დაეწყვნენ მწყობრად და შევიდნენ პარლამენტში... კიდევ მოვლენ" - დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე

"ყველა ის პარტია, რომელმაც ეს ბენეფიტი მიიღო, ან ის პარტია, რომელმაც თავისი კანდიდატურა წარადგინა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და გამოიყენა ეს კვოტა, ერთმნიშვნელოვნად აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას," - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ოპოზიციური პარტიების მხრიდან სახელმწიფო დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით გააკეთა.

მათიკაშვილმა პარალელი 2020 წლის არჩევნების შემდგომ პერიოდთან გაავლო და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ოპოზიცია მსგავსად მოიქცევა და აუცილებლად შევა პარლამენტში.

"ის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა და რომელიც პირდაპირ გულისხმობს არჩევნების შემდგომ ბარიერგადალახული პარტიის მიერ იმ ბენეფიტის მიღებას ბიუჯეტიდან, რომელიც კანონითაა გათვალისწინებული, ცალსახად ადასტურებს, რომ ყველა ის პარტია, რომელმაც ეს ბენეფიტი მიიღო, ან ის პარტია, რომელმაც თავისი კანდიდატურა წარადგინა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და გამოიყენა ეს კვოტა, ერთმნიშვნელოვნად აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას.

გახსოვთ თქვენ რადიკალების პუფიზაცია - როგორც დაეწყვნენ მწყობრად და შევიდნენ პარლამენტში, ოღონდ მანამდე ისინი ყველა, ერთიმეორეზე უფრო სიმკაცრით იმეორებდნენ, რომ მათთვის პარლამენტი მიუსვლელი ადგილი იყო. კიდევ მოვლენ - აუცილებლად დავინახავთ ჩვენ ამ ყველაფერს," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები