"32 წლის მანძილზე საქართველომ ცხრაც და ათი ფუთი მარილი ჭამა აშშ-სთან და მხოლოდ ბოლო წლებში მიხვდა მგონი ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი მაინც, რას წარმოადგენს რეალურად აშშ, მათ შორის ჩვენთვის," - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ანჯაფარიძე აცხადებს, აშშ-ს შეუძლია, თუკი ამას მისი ინტერესი მოითხოვს, გუშინ მსოფლიო ტერორისტად შერაცხილი, დღეს დემოკრატიის მებრძოლად გამოაცხადონ.
ასევე, მათ შეუძლიათ, ადამიანს სანქციები დაუწესონ მხოლოდ იმის გამო, რომ საკუთარი ქვეყანა ომში არ ჩააბა და ამერიკულ აგენტურას სახელმწიფო გადატრიალების შესაძლებლობა არ მისცა.
"ნათქვამია, ადამიანი რომ გაიცნო, მასთან ცხრა ფუთი მარილი უნდა ჭამოო. როგორც ჩანს, იმისათვის რომ გაიგო ვინ არის შენთვის ესა თუ ის ქვეყანა, მასთანაც ცხრა ფუთი მარილი უნდა მიირთვა.
32 წლის მანძილზე საქართველომ ცხრაც და ათი ფუთი მარილი ჭამა აშშ-სთან და მხოლოდ ბოლო წლებში მიხვდა მგონი ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი მაინც, რას წარმოადგენს რეალურად აშშ, მათ შორის ჩვენთვის. მათ შეუძლიათ, თუკი ამას ამერიკული ინტერესები მოითხოვს, გუშინ მსოფლიო ტერორისტად შერაცხული დღეს დემოკრატიის მებრძოლად გამოაცხადონ, პრინციპით - "ის ნაძირალაა მაგრამ ჩვენიანი ნაძირალა!."
მათ შეუძლიათ, ადამიანს სანქციები დაადონ მხოლოდ იმისთვის, რომ ამერიკელების მოთხოვნას შეეწინააღმდეგა - საკუთარი ქვეყანა ომში არ ჩააბა და მიწასთან გასწორებას გადაარჩინა, ხოლო ამერიკულ აგენტურას აქ ხელისუფლების გადატრიალების საშუალება არ მისცა.
შესაბამისად, ფუჭია მათგან განმარტებების და კონკრეტიკის მოთხოვნა თუ რატომ დაადეს სანქციები ჩვენს მოქალაქეებს. ვფიქრობ საზოგადოებამ უკვე კარგად გაიგო, თუ რას ნიშნავს ამერიკულად ცნება - "MEGOBARI" - წერს ზაალ ანჯაფარიძე.