18 დეკემბერი 2024,   18:45
ვრცლად
"ვაშაძისთვის მნიშვნელოვანია პროპაგანდა და არც იმას გამოვრიცხავ, რომ სწორედ მათ მიერ არის ორგანიზებული" - გია ვოლსკი ვაშაძეზე თავდასხმაზე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერზე, გიორგი ვაშაძეზე განხორციელებული თავდასხმა პარლამენტის ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ შეაფასა და არ გამორიცხა, რომ თავდასხმა სწორედ ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული პროპაგანდისთვის.

მისი თქმით, თუ ვაშაძე ამ პიროვნებას იცნობს განაცხადოს ამის თაობაზე და შესაბამისი ზომებიც იქნება მიღებული.

"ნებისმიერი პოზიციის მქონე ადამიანზე თავდასხმა არის სწორედ ის რესურსი, რომელიც გააჩნია გიორგი ვაშაძესა და მაგის გუნდს საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად. რასაკვირველია, თუ ის ამ პიროვნებას იცნობს განაცხადოს ამის თაობაზე და შესაბამისი ზომებიც იქნება მიღებული. მაგრამ, ადამიანი, რომელიც თავად ხელმძღვანელობდა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების მიმართ ტერორისტულ დამოკიდებულებას, რასაკვირველია, ამ შემთხვევაშიც შეიძლება იტყუებოდეს. ყველა შემთხვევაში, სახელისუფლო სტრუქტურიდან ასეთი თავდასხმის დაგეგმვა არის გამორიცხული, თუმცა ვაშაძისთვის მნიშვნელოვანია პროპაგანდა და არც იმას გამოვრიცხავ, რომ სწორედ მათ მიერ არის ორგანიზებული", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები