დღეს თბილისში რამდენიმე საპროტესტო მსვლელობა იმართება. 14:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობლები შეიკრიბნენ და პარლამენტისკენ დაიძრნენ. ამ წუთებში, ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან, რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლებაა.