ერაყში მოგზაურობის დროს, რომის პაპ ფრანცისკეს მკვლელობის შეთქმულება მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ბრიტანული დაზვერვისგან მიიღო ინფორმაცია, ნათქვამია მის ავტობიოგრაფიაში. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რომის პაპი წერს, რომ 2021 წლის მარტში, ბაღდადში ჩასვლის შემდეგ, მას უთხრეს, რომ ღონისძიებაზე, რომელსაც ის უნდა დასწრებოდა, თავს დაესხმებოდა ორი თვითმკვლელი ტერორისტი.
როგორც პაპი იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-ს მიერ გამოქვეყნებულ ნაწყვეტებში წერს, მოგვიანებით, ორივე თავდამსხმელი დააკავეს და მოკლეს.
ვიზიტი, რომელიც კორონავისურული პანდემიის დროს სამი დღე გაგრძელდა, პაპის პირველი ვიზიტი იყო ერაყში და უსაფრთხოების ძალიან მაღლი დონე იყო დაცული.