18 დეკემბერი 2024,   20:46
ვრცლად
"მთავარი, რაც გენერალურ მდივანს აინტერესებდა და მივაწოდეთ ინფორმაცია, ეს არის ბოლო მოვლენები, რაც განვითარდა თბილისში" - ომბუდსმენის და ევროსაბჭოს გენერალური მდივნის შეხვედრა დასრულდა

თბილისში, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი გრძელდება. სახალხო დამცველისა და ალენ ბერსეს შეხვედრა უკვე დასრულდა.

საუბარი ლევან იოსელიანთან ომბუდსმენის ოფისში დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა.

"მთავარი საკითხი, რაც გენერალურ მდივანს აინტერესებდა და რაზეც ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია, ეს არის ის ბოლო მოვლენები, რაც განვითარდა თბილისში - დაკავებულების, მათ შორის დაზიანებული ადამიანების შესახებ ინფორმაცია. ის საქმე, რაც გასწია სახალხო დამცველის ოფისმა, ამაზე მივაწოდეთ ინფორმაცია - რამდენი მოვინახულეთ, რამდენი დაგვხვდა ნაცემი, რამდენზე დაიწყო გამოძიება და ა.შ." - განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.

დღის ამბები