18 დეკემბერი 2024,   17:11
ვრცლად
მამუკა მდინარაძე პრემიერის მამის სანქცირებაზე: წინა საუკუნის 40-იან წლებში, ფაშისტებსაც კი არ მოუფიქრებიათ, რომ, მაგალითად, დაესაჯათ მამა იმისთვის, რომ 46 წლის წინ შეეძინა შვილი, რომელიც შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდა

ლიეტუვის მიერ პრემიერ-მინისტრის მამის დასანქცირებაზე, დღეს, ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს უმრავლესობის ლიდერს. მამუკა მდინარაძის განცხადებით, სანქციები იმ ქვეყნიდან წამოვიდა, სადაც ყველაზე დაბალია სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობის ხარისხი.

"ფაშისტებს, წინა საუკუნის 40-იან წლებშიც კი არ მოუფიქრებიათ, რომ მაგალითად: დაესაჯათ მამა იმის გულისთვის, რომ 46 წლის წინ შეეძინა შვილი, რომელიც შემდეგ გახდა პრემიერ-მინისტრი. ასეთი ფაშისტებსაც არ მოუფიქრებიათ. ან თავისი აზრის გამოხატვის გამო დაესაჯათ ადამიანი, მაგალითად: გოგა ხაინდრავა რატომ არის დასანქცირებული, ვერ გაიგო ვერავინ, ან ზვიად შალამბერიძე რა შუაშია. კაი, ჩვენ ვერ გვიტანენ ვიღაცები და დაავალეს იმ ქვეყნებს, სადაც ყველაზე დაბალია დამოუკიდებლობის ხარისხი და სუვერენიტეტი. სწორედ ამ ქვეყნებიდან წამოვიდა სანქციები და სამწუხაროდ, ფაშისტებს რაც არ მოუფიქრებიათ ის მოიყვანეს რეალიზებაში ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები