18 დეკემბერი 2024,   18:54
ვრცლად
"იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და ავირიდოთ ნებისმიერი რისკი ქვეყნისთვის, არის ხელახალი არჩევნების მოთხოვნა" - თეონა აქუბარდია

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა მაკკეინის ინსტიტუტის მისიის განცხადება - "სასწაულია, რომ ჯერ კიდევ არავინ მოუკლავთ, მაგრამ ეს რისკი გაიზრდება, თუ წამება გაგრძელდება", - ნათქვამია ტექსტში. ორგანიზაცია გამოთქვამს შეშფოთებას აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობის მასშტაბის გამო. მაკკეინის ინსტიტუტის დელეგაცია მიიჩნევს, რომ მხოლოდ სანქციები საკმარისი არ არის და საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველოს მთავრობა ლეგიტიმურად არ უნდა აღიაროს.

"მისასალმებელია და გასახარია, რომ ჩვენ არ გვქონია ისეთი ტიპის ჯანმრთელობის დაზიანება, რომელიც იქნებოდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი და მე ვფიქრობ, რომ ამაზეა საუბარი სწორედ, ამ გამოცემის შეფასებაში. ამას როდესაც უყურებენ ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, რა თქმა უნდა, უკვირთ, რომ როგორღაც ისე გავძელით ისე, რომ არაფერი მთლად ტრაგიკული არ მომხდარიყო. მე მგონია, რომ უნდა მოხდეს [ი-არაღების?] პოლიტიკის ძალიან მტკიცედ შენარჩუნება და სადაც შესაძლებელია იქ გაღრმავება. ამავე დროს, ჩვენი მიზანი არის, რომ დასანქცირდნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც არიან დამნაშავენი ამ ერის და მისი მომავლის წინაშე", - განაცხადა "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” წევრმა, გრიგოლ გეგელიამ.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი  თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ ქვეყნის სტაბილურობისთვის და იმისთვის, რომ ქვეყანამ აირიდოს ნებისმიერი რისკი, ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

"ეს არის მათი შეფასება და ინტერპრეტაცია და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და იმისთვის, რომ ავირიდოთ ნებისმიერი რისკი ქვეყნისთვის, არის ხელახალი არჩევნების მოთხოვნა", - ამბობს თეონა აქუბარდია.

დღის ამბები