18 დეკემბერი 2024,   18:54
ვრცლად
11 თვის საბა ჩოფლიანს საზოგადოების დახმარება სჭირდება

11 თვის პატარას - საბა ჩოფლიანის ოჯახი საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართავს. ბავშვის მამიდა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

"ჩემო მეგობრებო, ახლა, ისე, როგორც არასდროს, გვჭირდება თქვენი თანადგომა...

ჩემი ხრუხუ ბიჭი, ჩემი საბუ უნდა იყოს ძალიან კარგად, სხვანაირად არ შეიძლება.

ყველას დიდი მადლობა თითოეული თეთრისთვის.

პირველ რიგში, გთხოვთ გააზიაროთ ეს პოსტი და ვისაც რით შეგიძლიათ, დაგვეხმაროთ. მჯერა, რომ უამრავი კეთილი ადამიანი მყავხართ აქ. თქვენი აქტიურობის იმედი მაქვს.

არ გამოვირჩევი თქვენთან თხოვნებით, მაგრამ ახლა ჩვენს ოჯახს სჭირდება დახმარება…

სამწუხაროდ, მიწევს ამის დაწერა… ჩემი ძმის პატარას - 11 თვის საბა ჩოფლიანს დაუდგინდა საყლაპავი ვენების ვარიკოზი, მეორე ხარისხი. ბავშვს საყლაპავში უგროვდება სისხლი. სასწრაფოდ საოპერაციოა და საჭიროებს თურქეთში გადაყვანას… უნდა ჩაუტარდეს კიდევ კვლევები, რომ დადგინდეს, რა იწვევს ამას… აქ ხელს ვერ კიდებენ და ღმერთმა არ ქნას, შეტევა განმეორდეს… ეს ყველაფერი გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული და გვჭირდება თქვენი დახმარება… გთხოვთ... ჩვენი პატარა ქუნქულა კარგად უნდა იყოს. ერთი ლარიც ბევრს ნიშნავს.

ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას და დიდი მადლობა. ყველა პატარა ჯანმრთელად უნდა ჰყავდეს მშობლებ.

ანგარიშის ნომრები :

GE86BG0000000162097611

საქართველოს ბანკი, დავით ჩოფლიანი (ბავშვის მამა)

GE12TB7358645064300033

თიბისი ბანკი, დავით ჩოფლიანი.

შეგიძლიათ, უცხოეთიდან გამოიყენოთ ფეიფალ ანგარიში:

[email protected]

+34614133518

დღის ამბები