12 დეკემბერი 2024,   06:35
ვრცლად
აიკრძალოს აქციაზე დემონსტრანტების მიერ სახის დამალვა და დარეგულირდეს პიროტექნიკის გამოყენება - ცვლილებებს დღეს იურიდიულ საქმეთა კომიტეტეზე განიხილავენ

აიკრძალოს აქციაზე დემონსტრანტების მიერ სახის დამალვა და დარეგულირდეს პიროტექნიკის გამოყენება - "ქართული ოცნების" ორი საკანონმდებლო ინიციატივა პოლიტიკური დისკუსიის თემად რჩება. ცვლილებებს "ქართული ოცნება" ძალადობის პრევენციად აფასებს. 

ინიციატივებს დეპუტატები დღეს იურიდიულ საქმეთა კომიტეტეზე განიხილავენ.

"საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კონკრეტული აქციის გამართვის დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი პირი იყოს იდენტიფიცირებადი, იმისთვის, რომ მის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოები იყვნენ ეფექტური გამოძიების კუთხით. იქნება მხოლოდ და მხოლოდ რეგულირებული ის ურთიერთობა, რომელიც აქციის გამართვის დროს კონკრეტული მოქალაქის ჩაცმულობას ეხება, აქსესუარს ეხება, ამ დროს ნიღბის გაკეთება იქნება აკრძალული," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი. 

 

დღის ამბები