12 დეკემბერი 2024,   03:42
ვრცლად
ჰოლანდიური ბანკები მოქალაქეებს ურჩევენ, ნაღდი ფული სახლში შეინახონ, რადგან "გეოპოლიტიკური საფრთხეები" გაუარესდება

ჰოლანდიის ბანკების ასოციაციის (NVB) სპიკერმა განაცხადა, რომ ჰოლანდიური ბანკები მომხმარებლებს ურჩევენ, ფული სახლში შეინახონ, რადგან მთელ მსოფლიოში გეოპოლიტიკური დაძაბულობაა. აღსანიშნავია, რომ ბანკები მსგავს რჩევას პირველად გასცემენ.

აღნიშნული საკითხის განხილვას ბანკირების ასოციაცია საშობაო არდადეგების შემდეგ აპირებს. საზოგადოებრივი ორგანიზაციები, როგორიცაა ხანდაზმული მოქალაქეების ორგანიზაციები და მომხმარებელთა ასოციაცია, ასევე ჰოლანდიური გადახდების ასოციაცია და ინტერესთა ჯგუფები, მათ შორის, Koninklijke Horeca Nederland და MKB-Nederland, ერთად მუშაობენ ამ მიმართულებით.

"ჩვენ გთავაზობთ ყოვლისმომცველ რჩევებს, როგორ შეგიძლიათ, მოაწესრიგოთ თქვენი ფინანსები, იმ შემთხვევაში, თუ თქვენს გადახდის სტრუქტურებთან დაკავშირებით პრობლემები წარმოიქმნება. ეს შეიძლება ეხებოდეს ნაღდ ფულს, საჭირო დასახელებასა და მათ რაოდენობას. ასევე - დამატებითი საბანკო ანგარიშის ან საკრედიტო ბარათის ქონას“, - განაცხადა NVB-ს წარმომადგენელმა.

ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრის, რუბენ ბრეკელმანსის განცხადებით, რუსეთიდან მომდინარე საფრთხის გამო, ჰოლანდია ომის ყველა შესაძლო სცენარისთვის უნდა მოემზადოს. მან მოსახლეობას სახლში ნაღდი ფულის ქონაც ურჩია.

NVB-ის წარმომადგენლის განცხადებით, მათ არ იციან, მოქალაქეებმა ანაბრებიდან ფული გამოიტანეს თუ არა, თუმცა ისინი განმარტავენ, რომ ბანკები ყველაფრისთვის მზად არიან. ამასთან, ჰოლანდიის ბანკების ასოციაციის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ბანკები ძალიან კარგად არიან მომზადებულები ნებისმიერი ტიპის საფრთხისთვის, როგორიცაა კიბერშეტევები, რაც ნიშნავს, რომ კლიენტების დანაზოგი ყოველთვის უსაფრთხოდაა.

დღის ამბები