12 დეკემბერი 2024,   03:51
ვრცლად
პარლამენტის სასახლეში მოქმედი უსაფრთხოების ყვითელი დონე გაუქმებულია

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების ცვლილების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"12 დეკემბრიდან გაუქმებულია პარლამენტის სასახლეში მოქმედი უსაფრთხოების ყვითელი დონე",- აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობაში 28 ნოემბრიდან გამოცხადებული უსაფრთხოების წითელი დონე 6 დეკემბერს გაუქმდა და მას შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებდა.

დღის ამბები