ახლახან მივიღეთ შეთავაზება ბრიუსელიდან, რომ ევროპული სანქცია დაუწესდეს საქართველოს შს მინისტრს და პოლიციის მაღალჩინოსნებს. ეს წინადადება აღმაშფოთებელია, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, თუ ასეთი წინადადება დადგება, უნგრეთი მას ვეტოს დაადებს.
„უნგრეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას. მოვუწოდებთ ბრიუსელსა და საერთაშორისო ლიბერალურ ელიტას, პატივი სცენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას, ეჭვის ქვეშ არ დააყენონ ქართველი ხალხის სუვერენული უფლება, თავად გადაწყვიტონ თავიანთი ქვეყნის მომავალი. ახლახან მივიღეთ შეთავაზება ბრიუსელიდან, რომ ევროპული სანქცია დაუწესდეს საქართველოს შს მინისტრს და პოლიციის მაღალჩინოსნებს. ეს წინადადება აღმაშფოთებელია. უნგრეთი ეწინააღმდეგება იმას, რომ საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირები სასანქციო სიაში მოხვდნენ. თუ ასეთი წინადადება დადგება, ვეტოს დავადებთ. ამაში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ“ ,- აღნიშნა სიიარტომ.